News

23:35 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარის ოცნება - მადრიდის "რეალი"

ლონდონის „ჩელსის“ ლიდერი ედენ აზარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. როგორც ბელგიელმა განაცხადა, „სამეფო კლუბში“ თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობს.

„რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. არ მინდა ტყუილის თქმა, „რეალში“ თამაში ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა. თუ მადრიდელებს ჩემი შეძენა მოუნდებათ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო“, - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელ შემტევს „რეალთან“ კარგა ხანია აკავშირებენ, თუმცა „ჩელსიმ“ გასულ ზაფხულს ფეხბურთელის შენარჩუნება მოახერხა. მიმდინარე სეზონში 27 წლის აზარმა პრემიერლიგის 8 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

0.099617