ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჰონგ კონგში იმყოფება და მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში მიიღებს, რომლის საპრიზო ფონდიც 750 ათასი დოლარია.
კალაშნიკოვა წყვილთა ბადეში იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად ჩაებმება, მერფევდფინალში მათი მეტოქეები კი სლოვენიელი დალილა იაკუპოვიჩი და ჩეხი რენატა ვორაცოვა იქნებიან.