ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობაზე 3 კანდიდატი ქალაქის განაცხადები განიხილეს. გამართლდა ვარაუდები და კანდიდატთა სიას თურქეთის ერზურუმის განაცხადი გამოეთიშა.
IOC-ის ვიცე-პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის (უმცროსი) განცხადებით, ერზურუმს უმაღლესი დონის ზამთრის ასპარეზობათა ორგანიზების არასაკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მოიპოვოს.
IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლას აგრძელებენ კალგარი (კანადა), სტოკჰოლმი (შვედეთი) და კორტინა დ'ამპეცოსა და მილანის იტალიელთა ერთობლივი განაცხადი.
www.geonoc.org.ge