ფეხბურთი

21:58 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: „ჩემს ვაჟს მბაპე ძალიან უყვარს“

პსჟ-ს ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი კილიან მბაპეს გულშემატკივარია.

„ჩემს შვილს მბაპე ძალიან უყვარს. ერთხელ ვარჯიშზე მყავდა წაყვანილი და მას შემდეგ სულ მბაპეზე ლაპარაკობს. ძალიან უნდოდა მპაბესთან ერთად ფოტო გადაეღო, გადაიღო კიდეც და შემდეგ თავის მეგობრებს აჩვენა, უბედნიერესი იყო. კილიანი ნამდვილი ფენომენია, მას დიდი რესურსი აქვს, რომ კიდევ გაიზარდოს, წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ნეიმარმა.

შეგაენებთ, რომ მბაპემ „ლიონთან“ (5:0) მოგებულ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116802