China Open-ის გამაჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ATP-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ნიკასთვის, ისე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 23-ე პოზიცია რეკორდული მაჩვენებელია.
ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - კევინ ანდერსონმა და გრიგორ დიმიტროვმა ადგილები გაცვალეს, ბულგარელი მეცხრეა, ანდერსონი - მერვე.
1. რაფაელ ნადალი - 8260 ქულა
2. როჯერ ფედერერი - 6900
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 6445
4. ხუან მარტინ დელ პოტრო - 6130
5. ალექსანდრ ზვერევი - 4755
6. მარინ ჩილიჩი - 4535
7. დომინიკ ტიმი - 3825
8. კევინ ანდერსონი - 3640
9. გრიგორ დიმიტროვი - 3620
10. ჯონ იზნერი - 3380
... 23. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1757