საოცარი ამბები ხდება წლევანდელ ევროპულ ჩემპიონატებში. იქით „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში აგებს ზედიზედ ორ მატჩს, აქეთ, პრიმერაში, „რეალი“ და „ბარსელონა“ ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ მეტ ქულას დაკარგავს...
„ოდეს ყოფილ არს აქამომდე“ - ასე იტყოდნენ ჩვენი წინაპრები და მართლებიც იქნებოდნენ. ძნელად გვახსენდება ორივე ესპანური გრანდი ერთდროულად ასეთ უსახურ ფეხბურთს აჩვენებდეს. ვუცქერდი წუხელ „ვალენსია“ – „ბარსელონას“ და არანაირი ემოცია არ მქონდა. არადა, მინდორზე იყვნენ მესიც, სუარესიც, კოუტინიოც, რომელიც მერე შეცვალეს კიდეც...
შაბათს „რეალმა“ „ალავესთან“ წააგო (0:1). მათმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ კი მედიას უთხრა: მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ამისათვის დავისაჯეთ, ბეილისა და ბენზემას ტრავმები ძვირად დაგვიჯდა. ჩემი გუნდისგან მეტს ველოდი. თუმცა, გადადგომაზე არც მიფიქრიაო. „რეალმა“ პრიმერას ბოლო სამ შეხვედრაში ორი წააგო და ერთიც ფრედ ითმაშა. ამას, შუალედში, ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან წაგებასაც თუ დავუმატებთ...
„ბარსელონას“ 4 ტურია აღარ გაუმარჯვია - 3 ფრე და 1 წაგება. „ვალენსიასთანაც“ კატალონიელები აშკარად იშტაზე ვერ იყვნენ. სანამ გამარჯობას იტყოდნენ, „ღამურების“ არგენტინელმა მცველმა ესეკიელ გარაიმ დააწინაურა მასპინძლები. ვალენსიელები უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, სტუმართა მეკარე ტერ შტეგენს კიდევ რამდენჯერმე დაამწუხრებდნენ, მაგრამ მეტის გატანა ვერ მოახერხეს. ჯამში პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა. ერთ ეპიზოდში გენიალურმა მესიმ საჯარიმოს გარედან აუღებელი დაურტყა მასპინძელთა ბრაზილიელ მეკარე ნორბერტო მურარა ნეტოს. მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა. „ბარსამ“ ვერ მოიგო და... ლიდერობა დაკარგა. უჩვეულოა არა, მაგრამ 8 ტურის შემდეგ, პრიმერას ცხრილს სათავეში „სევილია“ უდგას...
ანდალუსიელებმა, გასულ ხუთშაბათს, ევროპა ლიგაში „კრასნოდართან“ დამარცხებით გაბრაზებულებმა (შეგახსენებთ, გამარჯვების გოლი კრასნოდარელთაგან ჩვენმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა შესანიშნავი მაკრატელათი), გალისიურ „სელტას,“ რომელიც ცხრილის შუაში თავს კომფორტულად გრძნობს, 2:1 აჯობეს და პირველ ადგილზე დადგნენ.
„ატლეტიკომ“ სამუშაო გამარჯვება მოიპოვა „ბეტისთან.“ დედაქალაქელებს შეცვლაზე შესულმა 23 წლის არგენტინელმა, ანხელ კორეამ უშველა. ამისდაკვალად, „ატლეტიკომ“ თანაქალაქელი „რეალი“ ცხრილში მესამე ადგილიდან განდევნა.
ლა ლიგა. მე-8 ტური. 7 ოქტომბერი
სევილია - სელტა 2:1
სევილია. „სანჩეს პისხუანი.“ 38 068
1:0 სარაბია (39), 2:0 ბენ იედერი (61), 2:1 ბუფალი (85)
სევილია: ვაკციკი, კიაერი, გომესი, კარისუ, არანა, ფრანკო ვასკესი, ბანეგა (მესა 90+2) , სარაბია, ნავასი, ანდრე სილვა, ბენ-იედერი (პრომესი 79)
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
სელტა: ალვარესი, კაბრალი, არაუხო, რონკალია, ხუნკა (ალონსო 83), ლობოტკა, ბელტრანი, მალიო, სისტო (ეკერტი 46), ასპასი (ბუფალი 70), გომესი
მწვრთნელი: ანტონიო მოჰამედი
მსაჯი: პაბლო გონსალესი
გაფრთხილება: ბანეგა (17), კარისუ (56), არანა (89); რონკალია (52), არაუხო (56), კაბრალი (90+1)
გაძევება: არაუხო (58)
ატლეტიკო - ბეტისი 1:0
1:0 კორეა (74)
ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი (არიასი 74), ფილიპე ლუისი, გოდინი, ლუკას ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (კორეა 57), როდრი ერნანდესი, კალინიჩი (პარტი 66), გრიზმანი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ბეტისი: პაუ ლოპესი, სიდნეი, მანდი, ბარტრა, ხუნიორ ფირპო, ხოაკინი (კრისტიან ტელო 66), გუარდადო (კარვალიო 17), კანალესი, ლო ჩელსო, ფრანსის გერერო (სანაბრია 81), მორონი
მწვრთნელები: კიკე სატეინი, ედერ სარაბია
მსაჯი: ალბერტო უნდიანო
გაფრთხილება: ხუანფრანი (47), გოდინი (58), ფილიპე ლუისი (77), საული (78), ლუკას ერნანდესი (88); ხუნიორ ფირპო (41), ბარტრა (85), მორონი (90+3)
ვალენსია - ბარსელონა 1:1
ვალენსია. „მესტალია.“ 46 249
1:0 გარაი (2), 1:1 მესი (23)
ვალენსია: ნეტო, გარაი, გაბრიელ პაულისტა, პიჩინი, ხოსე გაია, დანი პარეხო, კონდოგბია (კოკელინი 79), გედეში (ჩერიშევი 12), სოლერი, გამიერო (როდრიგო 67), ბაჩუაი
მწვრთნელი: მარსელინო
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ვერმალენი, პიკე, ჟორდი ალბა, სემედუ, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (დემბელე 84), არტური (რაფინია 88), მესი, სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მსაჯი: ხოსე გონსალესი
გაფრთხილება: სოლერი (43), დანი პარეხო (58); სუარესი (41), კოუტინო (58)
ვალიადოლიდი - უესკა 1:0
1:0 ალკარასი (28)
ესპანიოლი - ვილიარეალი 3:1
1:0 პერესი (7), 1:1 ეკამბი (45), 2:1 დარდერი (79), 3:1 პიატი (90+2)