სხვა

1:35 | 8.10.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ყვითელაშვილის ბრინჯაო ფინეთის ჩელენჯერზე

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ეს ფინეთის ქალაქ ესპოოში მოხდა, სადაც 4-7 ოქტომბერს ჩელენჯერის სერიის ტურნირი გაიმართა.

ყოველწლიურად, ამ რანგის შეჯიბრებებში ცნობილი მოციგურავეები მონაწილეობენ, რომლებიც თავიანთ ახალ პროგრამებს წარმოადგენენ და მსოფლიო სარეიტინგო სიაში საკუთარ პოზიციებს იმყარებენ.
ახალ სეზონში, ყვითელაშვილისათვის ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო სლოვაკეთის ჩელენჯერის შემდეგ, სადაც მორისმა ონდრეი ნეპალას სახელობის ტურნირზე 23 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
ფინეთში ჩატარებულ ტურნირზე ვაჟთა კატეგორიაში 17 ქვეყნის 21 სპორტსმენი ჩაერთო, მათ შორის საკმაოდ ტიტულოვანი მოციგურავეები რუსეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, აშშ-დან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან.
ყვითელაშვილმა ორივე პროგრამაში საკმაოდ საინტერესოდ იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში მე-5 შედეგი აჩვენა, თავისუფალში კი – მე-3 და ჯამური 231.19 ქულით ჯამური მაჩვენებლითაც მე-3 იყო. მორისი მხოლოდ რუს მიხაილ კოლიადასა (250.58) და სამხრეთკორეელ ჯუნჰვან ჩას (239.19) ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სტატისტიკურ ნუსხაში, ეს ამ ამ სეზონზე უკვე მეორე მედალია ქართველი მოცეკვავე წყვილის – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ფინეთში ვაჟთა კატეგორიაში გამოსვლებს მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ტურნირზეა ხოლმე მიწვეული.
ვთქვათ ისიც, რომ შემდეგი ტურნირი, სადაც მორის ყვითელაშვილი საქართველოს ღირსებას დაიცავს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ევერეტში შედგება. იქ, 19-22 ოქტომბერს გრან-პრის პირველი ეტაპი გახლავთ დაგეგმილი.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.

04:11 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.

19:55 | 09.01.2016
federer (17) (15576)

შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს

01:35 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.

01:37 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა

20:08 | 28.12.2015
ალექსანდრე (6188)

მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.

01:27 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა

10:35 | 28.12.2015
miriani (2665)

მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე

01:56 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა

00:01 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს

0.07925