კალათბურთი

23:39 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენს ვეღარ აჩერებენ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 ტურში გაიბრწყინა.

შეგახსენებთ, რომ “იბეროსტარ ტენერიფეს” ერთ-ერთმა ლიდერმა წინა ტურში “ბრეოგანს” 23 ქულა ჩაუგდო, ამჯერად კი, “მონბუს ობრადოიროსთან” მოგებულ (78:52) შეხვედრაში გამოირჩა.
მაკფადენი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:11 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თადმა 2-ვე ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაარმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თადის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და გასაკვირი არაა, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ტენერიფელებმა 2 მოგება და 1 მარცხი მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს, შემდეგი მატჩს კი ბექა ბურჯანიძის “გიპუზკოა ბასკეტთან” ჩაატარებენ.

0.119659