კალათბურთი

22:11 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია - 13 ქულა, ბურჯანაძე - 4

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტი“ 85:66 დაამარცხა.

მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ბასკონიამ“ 28:13 მოიგო.

არც ერთი ქართველი კალათბურთელი სასტარტო 5-ეულში არ ყოფილა. თორნიკე შენგელიამ 20 წუთში გუნდს 13 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 18 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. რაც შეეხება შენგელიას თანაგუნდეს და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს მეტ ჯენინგს 21 წუთში 5 ქულა მოათავსა კალათში.

„ბასკონია“ ორი მოგებით და ერთი წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბურჯანაძის გუნდი სამი წაგებით ბოლო მე-20 პოზიციაზეა.

0.123211