მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი რთულ პერიოდს დაძლევს და ამიტომ, პოსტის დატოვებაზე არც ფიქრობს.
როგორც ლოპეტეგიმ აღნიშნა, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და „რეალს“ წარმატებული თამაშის პერსპექტივა აქვს:
„იმედგაცრუებულები ვართ. თამაში კარგად დავიწყეთ, კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, იმედი გაგვიცრუვდა. გამარჯვება გვინდოდა, რადგან ვფიქრობთ, მარცხი ჩვენი გუნდისთვის ზედმეტია.
ძალიან არ გაგვიმართლა, ორი ფეხბურთელი დაგვიშავდა. გამარჯვებულის გზაზე უნდა დავბრუნდეთ და სანაკრებო პაუზა ჩვენთვის სასარგებლო იქნება.
გადადგომა? - ამაზე არ ვფიქრობ. უარყოფით შედეგების მიუხედავად, ლიდერთა სამეულში ვართ და ეს დადებითი მომენტია. ეჭვი არ მეპარება, რომ ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ წარმატებისთვის, უბრალოდ წარუმატებელი სერია ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
ახლა რთული პერიოდია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებების მოპოვებას მოვახერხებთ.
ლოგიკურია, რომ გულშემატკივარი იმედგაცრუებულია, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და ლიდერთან შესაძლოა მხოლოდ სამი ქულა გვაშორებდეს“, - აღნიშნა ლოპეტეგიმ.
შეგახსენებთ, „რეალს“ უკვე ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია (1 ფრე, სამი წაგება) და აღნიშულ თამაშებში გოლიც არ გაუტანია. მიუხედავად ამისა, „სამეფო კლუბი“ 14 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება ლა ლიგის სატურნირო ცხრილში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არამგონია ჯერ გაუშვან ენდობიან ლოპეტეგს
centurioni
როგორც რეალს მოიხსენიებენ სოსიედადს
მსოფლიოს წინ დავწერე,რომ ამას გაუჭირდება ახალი სამუშაოს მოძებნა,თავისი რეპუტაციით
ხო, რეალის მწვრთნელები ზოგადად ოპტიმისტები არიან
)
არადა, გუნდის სახელწოდებიდან გამომდინარე რეალისტები უნდა იყვნენ
სხვათაშორის,ესპანეთში არავინ უწოდებს რეალს,ყველა მადრიდად მოიხსენიებს
რა არ უწოდებენ მადრიდ მადრიდ ასე მხარს უჭერენ ტორემ რეალს ეძახის მთელი ესპანეთი ბევრი გუნდია ესპანეტსი რომელსაც დამატება რეალ (სამეფო)აქვს წინ მარგრამ მხოლოდ რეალს მოიხსენებენ პირდაპირ როგოც რეალს
და მერე ეგ "ატლეტიკოს", "რაიო ვალეკანოს", "ხეტაფეს" და სხვების მორალური უფლებების შელახვა არ არის ?

დდდდ