ფეხბურთი

16:48 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასანო კარიერის განახლებას გეგმავს

36 წლის იტალიელი შემტევი ანტონიოს კასანო კარიერის გაგრძელებას გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, კასანო იტალიის სერია C-ს კლუბ „ვირტუს ენტელაში“ ვარჯიშობს და უახლოეს დღეებში მოედანზეც ვიხილავთ.

კასანოს კარიeრის მანძილზე „ბარიში“, „რომაში“, „რეალში“, „სამპდორიაში“, „მილანში“, „ინტერში“, და „პარმაში“ უთამაშია. 2017 წელს „ვერონაში“ ჩაირიცხა, მაგრამ არ უთამაშია და კარიერაც დამთავრებულად გამოაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11572