საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე და დასკვნითი წრე გამარჯვებით დაიწყო ლიდერმა „საბურთალომ“, რომელმაც სტუმრად ბოლნისის „სიონი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - „საბურთალო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „სიონი“ ელიგაში დასარჩენად. შეხვედრა შედეგიანი გამოდგა და უკვე პირველ ტაიმში იყო 4 გოლი გასული. თბილისელთა ორ გოლს ბოლნისელებმა მალევე უპასუხეს. გადამწყვეტი სიტყვა კი გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომელმაც 74-ე წუთზე თავისი გუნდი მესამედ გაიყვანა წინ და როგორც აღმოჩნდა, „სიონს“ თამაშის გადასარჩენად აღარც დრო ეყო და აღარც ძალა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და ლიდერობას ინარჩუნებს. „სიონი“ ი 21 ქულით მერვე ადგილზეა და „სამტრედიას“ უკვე მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.
იმ „სამტრედიას“, რომელმაც სეზონში მესამე თამაში მოიგო და მეორედ „ლოკომოტივთან“. იმერლებმა დედაქალაქელები ზესტაფონში დაამარცხეს, ხოლო გამარჯვების გოლი ივან ფატიჩმა გაიტანა. მილანის „ინტერის“ ყოფილმა მცველმა 77-ე წუთზე ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ამრიგად, „სამტრედიამ“ ვითარებაც გამოიკეთა და ხასიათიც.
აქვე გეტყვით, რომ 28-ე წუთი გუშინ დაიწყო და „ჩიხურამ“ გიორგი ბუხაიძის გოლით „კოლხეთი“ დაამარცხა.
ტური კი ხვალ, „რუსთავი“ – „დინამოსა“ და „დილა“ – „ტორპედოს“ შეხვედრებით დასრულდება.
„კოლხეთი“ – „ჩიხურა“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბუხაიძე (3)
„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ფატიჩი (77)
„სიონი“ – „საბურთალო“ 2:3 (2:2)
გოლები: 0:1 დიასამიძე (11), 1:1 მახარობლიძე (18), 1:2 დიასამიძე (27), 2:2 მახარობლიძე (38), 2:3 კოხრეიძე (74)