„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა არ იყიდება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაავრცელა:
„მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო. პოლი ამჟამად დელიკატურ მომენტს განიცდის, თუმცა არ იყიდება“, - უთხრა რაიოლამ Rai Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, ფრანგ შუახაზელს ხშირად უკავშირებენ სხვა და სხვა გუნდებს - პსჟ, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.