ფეხბურთი

16:39 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პერესს შეთქმულებაში ადანაშაულებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს.

როგორც La Repubblica წერს, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ვერმოგება, „ვალენსიასთან“ წითელი ბარათი და გაუაპატიურების სკანდალი, რომელშიც მას ამერიკელი მოდელი კეტრინ მაიორგა ადანაშაულებს, პერესის მოწყობილია.

რონალდუსა და პერესს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც მადრიდელთა პრეზიდენტმა პორტუგალიელს მხარი არ დაუჭირა საგადასახადო თაღლითონის საქმეში.

შედეგად, ზაფხულში კრიშტიანუმ „რეალი“ დატოვა და „იუვენტუსის“ მაისური მოირგო.

0.124