დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისოო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალურ შეხვედრას ჩაატარებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კაილ ედმუნდთან.
ქართველი გულშემატკივრისთვის კი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა - აღნიშნული მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას „სილქ უნივერსალი“ უზრუნველყოფს. ინფორმაცია თავად ტელეკომპონიამ გაავრცელა. აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა მეოთხედფინალში ტუნისელი მალეკ ჯაზირი ადვილად, 6:2, 6:2 დაამარცხა და ATP-ის ლაივ რეიტინგში უკვე სარეკორდი, 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.