ფეხბურთი

1:23 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი "ბარსელონაში" უკმაყოფილოა

არტურო ვიდალი კატალონიის „ბარსელონაში“ ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა. Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანაში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო თავის აგენტთან საუბარს აპირებს.

საინტერესოა, რომ ვიდალი „ბარსელონას“ მას შემდეგ დასთანხმდა და „ინტერს“ უარი უთხრა, რაც ესპანელთაგან სათამაშო დროის გარანტია მიიღო. თუმცა, სეზონი ჩილელისთვის ცუდად დაიწყო და არცერთ შეხვედრაში შეუცვლელად არ უთამაშია.

მეტიც, განვლილ 9 მატჩში ვიდალი მოედანზე საერთო ჯამში მხოლოდ 176 წუთის განმავლობაში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109371