ჭადრაკი

22:51 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: ზურაბ აზმაიფარაშვილის წიგნის წარდგენა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო დღეს, ბათუმის სპორტის სასახლის საგამოფენო სივრცეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის წიგნების წარდგენა მოეწყო.
ორტომიანი გამოცემა სახელწოდებით „საქართველოდან ევროპისკენ“ ქართველი დიდოსტატის განვლილი გზის ერთგვარი შეჯამებაა: პირველი ტომი ზურაბ აზმაიფარაშვილის კარიერაზე მოგვითხრობს, მეორე ტომი კი ევროპულ ჭადრაკს ეთმობა.
უხვად ილუსტრირებული გამოცემის ავტორია საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციებში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში დავით გურგენიძე.
ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის საჭადრაკო კავშირს. 3 ოქტომბერს ის მეორე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე, სხვადასხვა დროს კი იყო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის და ღირსების ორდენით.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.117349