ფეხბურთი

21:13 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორის კარიუსმა მორიგი კურიოზული გოლი გაუშვა (+VIDEO)

ლორის კარიუსის ბავშვურ შეცდომებს დასასრული არ უჩანს. გერმანელმა კიპერმა მორიგი კომიკური გოლი ევროპა ლიგაზე, „მალმესა“ და „ბეშიქთაშის“ შეხვედრაში (2:0) გაუშვა.

მართალია, მე-12 წუთზე ვინდჰეიმის ჩაწოდების შემდეგ ბურთი თურქ მცველ ჯანერ ერკინს მოხვდა და მიმართულება იცვალა, მაგრამ კარიუსს ამ ბურთის მოგერიება მაინც მართებდა, რადგან რეაქციის გამოსავლენად საკმარისი დრო ჰქონდა. თუმცა, გერმანელმა დავალებას თავი ვერ გაართვა და ბურთი ზურგს უკან, კარის ბადეში ჩაეშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11464