ვეტერანი ქართველი ფალავანი ზურაბ წიქარიძე (100 კგ.) რუსეთის ქალაქ პერმში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ოქრის მედლის მფლობელი გახდა.
ზურაბმა პირველ წრეებში თურქებს – მუსტაფა ლაგაპსა და ბულენტ ჰიკმეტს წმინდად აჯობა, მეოთხედფინალში რუმინელი კოსტელ ჟუნკუ 8:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იგივე ანგარიშით რუს სერგეი უსტიმოვს აჯობა.
გადამწყვეტ შერკინებაში, წიქარიძის პირისპირ კიდევ ერთ რუსი ალექსანდრ არხანგელსკი დადგა, რომელსაც ჩვენებურმა 4:1 სძლია და მსოფლიო პირველობის გამარჯვებული მესამედ გახდა.