ბოლო, მეთერთმეტე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები სომხეთის გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა - აუცილებლად უნდა მოეგო ეს შეხვედრა, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლა სხვა გუნდების შედეგებზეც იყო დამოკიდებული, კერძოდ, რუს მოჭადრაკეებს არ უნდა მოეგოთ ჩინელებისთვის, ხოლო აშშ-უკრაინის შეხვედრა ფრედ არ უნდა დასრულებულიყო.
ნანა ძაგნიძემ (2509) ელინა დანიელიანს (2409) მოუგო. ლელა ჯავახიშვილმა (2475) - ლილიტ მკრტიჩიანს (2384).
ნინო ბაციაშვილი (2482) - ანა სარგსიანი (2331) და ბელა ხოტენაშვილი (2469) - სურანუშ გუკასიანი (2205) დაზავდნენ. საბოლოოდ, საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 3:1 იმარჯვა.
მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 დაამარცხა ჩეხეთის გუნდი.
ხოლო ჩვენი მესამე გუნდი ირანის ქალთა ნაკრებთან 1:3 დამარცხდა.
ცენტრალური შეხვედრა გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის. რუსები 2:1-ს იგებდნენ და მთელი ყურადღება პირველი დაფისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ვენჟუნ ჟუ ალექსანდრა კოსტენიუკს შავი ფიგურებით ეთამაშებოდა. ჩინელმა დაძაბული პარტია მოიგო და საბოლოოდ გუნდებს შორის ფრე - 2-2 დაფიქსირდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ჩინელებმა და უკრაინელებმა თანაბარი ქულები გაიყვეს და ჩემპიონის ვინაობა კოეფიციენტმა დაადგინა - ჩინეთი პირველ ადგილზე გავიდა, უკრაინა - მეორეზე. მესამეზე საპრიზო ადგილზე კი საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები გავიდა.
უკრაინელებმა აშშ-ს გუნდს აჯობეს 3:1.
პოლონეთი-ესპანეთის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ბოლო ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრებმა ესპანეთის გუნდთან ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა. ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა.
მეორე ნაკრებმა - ირანის ნაკრებთან წააგო 1,5:2,5, ხოლო მესამე გუნდმა ასეთივე ანგარიშით, სინგაპურის გუნდს სძლია.
ჩემპიონის ბედი აშშ-სა და ჩინეთის ნაკრებთა შეხვედრაში გადაწყდა. ეს დაპირისპირება ფრედ - 2:2 დასრულდა. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ინდოეთი-პოლონეთის მატჩში. რუსებმა 2,5:1,5 სძლიეს ფრანგებს. საბოლოოდ, ჩინეთმა, აშშ-მა და რუსეთმა 18-18 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ჩინეთი, 2. აშშ, 3. რუსეთი.
სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქორქიები, საკანდელიძეები, დერიუგინები მე არ მახსოვს მარა ვინც მახსოვს, დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ალბათ საუკეთესო კალათბურთელია შეგვიძლია ვთქვათ. ზაზას, მანუს, ბუს და სხვების პატივისციმის მიუხედავად.
კაცი მართლა საკუთარ ჯანმრთელობას რისკავს და მაინც თამაშობს ნაკრებში და მაინც მაქსიმუმს დებს პარკეტზე.ბრავო თოკო,აი ეგაა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული.დიდი პატივისცემა ამ კაცს ჩემგან
თორნიკე შენგელია არის ყველაზე დასაფასებელი ქართველი კალათბურთელი,როგორც კლასის ასევე მონდომების გამო