მიუნხენის „ბაიერნისთვის“ რთული პერიოდია. „რეკორდმაისტერმა“ უკანასკნელი სამი შეხვედრა ვერ მოიგო და ბუნებრივია ნიკო კოვაჩს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, ხორვატი სპეციალისტი ხამეს როდრიგესმა გააკრიტიკა.
წყაროს ცნობით, კოვაჩსა და კოლუმბიელს შორის შელაპარაკება მოხდა, ხოლო ხამესმა მწვრთნელს უთხრა, რომ „ბაიერნი“ „აინტრახტი“ არაა.
გარდა ამისა, Bild-ის ინფორმაციით, გასახდელი ორადაა გაყოფილი. ფეხბურთელთა ერთი ნაწილი კოვაჩის წინააღდეგ გამოდიან და ახალგაზრდა სპეციალისტის საწვრთნელ მეთოდებს უწუნებენ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „აუგსბურგი“ (1:1) და „აიაქსი“ (1:1) ვერ დაამარცხა, ხოლო „ჰერტასთან“ საერთოდ დამარცხდა (0:2).