ფეხბურთი

15:49 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: „კრიზისი „ბაიერნში“? ჰიონესს ჰკითხეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ამჟამად ტელევიზიის ექსპერტად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მას „თავისი“ გუნდების „ბაიერნისა“ და „აიაქსის“ (1:1) მატჩზე მოუწია დასწრება (თავის დროზე ის ორივე გუნდს წვრთნიდა). თუმცა მიუნხენური კლუბის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა.

„აიაქსი“ ძალიან კარგად თამაშობდა და მოგებას იმსახურებდა, - უთხრა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა Sportbild-ს, - „ბაიერნმა“ კი გამაწბილა. მათი სუსტი თამაში სიურპრიზი გახლდათ ჩემთვის.

კრიზისი? ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტს, ული ჰიონესს უნდა ჰკითხოთ. სხვათა შორის, მასთან ერთობ თბილი შეხვედრა მქონდა.“

მიუნხენელებმა ბოლოს ზედიზედ სამი მატჩის მოგება ვერ შეძლეს. „აუგსბურგთან“ და „აიაქსთან“ ფრედ ითამაშეს, „ჰერტასთან“ კი დამარცხდნენ.

0.116471