რუსეთის ქალაქ პერმში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ვეტერანთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც 2 ქართველი ფალავანი – გელა გელაძე (78 კგ.) და ზურაბ წიქარიძე (100 კგ.) ჩაერთო.
ჩინებულად გაისარჯა წიქარიძე, რომელსაც ოქროს მედლის აღების შანსი აქვს. ზურაბმა პირველ წრეებში თურქებს – მუსტაფა ლაგაპსა და ბულენტ ჰიკმეტს წმინდად აჯობა, მეოთხედფინალში რუმინელი კოსტელ ჟუნკუ 8:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იგივე ანგარიშით რუს სერგეი უსტიმოვს აჯობა.
გადამწყვეტ შერკინებაში, რომელიც დღესვე საღამოს სესიაში შედგება, წიქარიძე კიდევ ერთ რუს ალექსანდრ არხანგელსკის გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, მალევე დაასრულა ასპარეზობა გელაძემ, რომელიც საწყის შეხვედრაში რუს პაველ კურილენკოსთან 0:11 დამარცხდა.