ლოს ანჯელესში სამმა თინეიჯერმა მრავალი ცნობილი სპორტსმენის სახლი გაძარცვა, პოლიციამ მძარცველები დაიჭირა და როგორც გაირკვა ისინი ლებრონ ჯეიმსის სახლშიც აპირებდნენ შესვლას.
დაკავებულები 20-ზე მეტ სახლში შევიდნენ და თითქმის 200 000 დოლარის ღირებულების ქონება მოიპარეს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა სახლის დაცვა გააძლიერა.
ზაფხულში ლებრონმა ლოს ანჯელესში სახლი 23 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდა.