ისტორია

9:37 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

5 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960. დაიბადა კარეკა (ანტონიო დი ოლივეირა ფილიო). ბრაზილიელი ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. 1986 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა 5 გოლი და ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო დიეგო მარადონასა და ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად. 1982 წლის მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში “კოპა ამერიკას” გამარჯვებული (1989). ეროვნულ გუნდის რიგებში ჩაატარა 60 შეხვედრა და გაიტანა 29 გოლი. საკლუბო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა “გუარანიში” (1976-82), “სან პაულუში” (1983-87), “ნაპოლოში” (1987-93), იაპონიის “ კაშიმა რეისოლში” (1994-97), “სანტოსში” (1997), “კამპინასში” (1998), “სან ჟოზესა” (1999) და ინგლისის “გარფორტ თაუნში” (2004). 1989 წელს მოიპოვა უეფას თასი. 1990 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი (1978, 1986). “პაულისტას” ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1985, 1987). იტალიის თასის მფლობელი (1987). 1986 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და დაასახელეს ქვეყნის უძლიერეს ფეხბურთელად. კარეკა საფეხბურთო კარიერის პიკი იმ პერიოდზე მოდის, როცა იგი “ნაპოლიში” მარადონასთან ერთად გამოდიოდა. მოგვიანებით მრისხანე ტანდემი შექმნა ჯანფრანკო ძოლასთან ერთად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1907. ინგლისში, სარაგბო-საფეხბურთო კავშირის ეგიდით, პირველი მატჩი ჩატარდა რაგბიში. მოგვიანებით ეს ორგანიზაცია ორად გაიყო და ფეხბურთისა და რაგბის კავშირები ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა.

1930. ლონდონური საფეხბურთო კლუბ “კრისტალ პალასის” ფორვარდმა, პიტერ სიმპსონმა, “ექსეტერ სიტის” 6 გოლი გაუტანა, მატჩი კი დედაქალაქელებმა 7:2 მოიგეს. იმ სეზონში სიმპსონმა 46 გოლი გაიტანა, რაც დღემდე კლუბის რეკორდია.

1946. “ნიუკასლ იუნაიტედმა” ინგლისის საფეხბურთო პირველობის უპირველესი დივიზიონის მატჩში საკუთარ “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუპორტ თაუნი” 13:0 დაამარცხა, რითაც პირველ ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების რეკორდი გაიმეორა. 1934 წელს (6 იანვარს) “სტოკპორტ ქაუნთიმ” საკუთარ მინდორზე იმავე ანგარიშით “ჰალიფაქს თაუნს” სძლია.

1948. “ვულვერჰემპტონ უონდერერსმა” თავის სარბიელ “მულინექსზე” პირველი მატჩი ჩაატარა ღამის განათების პირობებში. “ვულვზმა” 40 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 გაანადგურა.

1952. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მეექვსე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” პირველი და მეორე გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. შეხვედრა დეტროიტში გაიმართა.

1957. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მეთერთმეტე მატჩი გაიმართა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “მონრეალ კანადიენსს” 5:3 მოუგო. შეხვედრა მონრეალში ჩატარდა.

1963. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მეჩვიდმეტე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრები “ტორონტო მეიფლ ლივზს” 3:3 დაუზავდა. შეხვედრა ტორონტოში გაიმართა.

1973. პროფესიულ დონეზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა მარიო კემპესმა.

1997. ჩოგბურთში ფედერაციის თასის 35-ე გათამაშების ფინალში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ჰოლანდიის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი ჰოლანდიის ქალაქ დენ ბოსხში ჩატარდა.

2000. ბუქარესტის “დინამოს” ერთ-ერთი საკონტროლო მატჩის მსვლელობისას ტვინში სისხლის ჩაქცევით გუნდის 24 წლის კაპიტანი კეტელინ გეორგე ხილდანი გარდაიცვალა. 2002 წლის მარტში ბუქარესტელტა კლუბის სპორტულ პარკში ხილდანის ბრინჯაოს ძეგლი დადგეს, რომლის სიმაღლე 2.7 მეტრია. ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს გუნდის სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას.

2004. კალათბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა მოთამაშემ სკოტი პიპენმა.

2006. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანულ “ჰანზასთან” გამართული ამხანაგური შეხვედრა უგოლოდ დაასრულა. საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2006. გერმანიის კინოთეატრებში საჩვენებლად გავიდა ზონკე ვორტმანის ფილმი “გერმანია – ზაფხულის სიზმარი”. სურათი ბუნდესტიმის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლაზეა გადაღებული. მუნდიალის მსვლელობისას ვორტმანი იურგენ კლინსმანის გუნდთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ამ ფილმში დადასტურდა, რომ მეოთხედფინალში მატჩისშემდგომი პენალტების სერიის დროს გერმანელთა მეკარეს იენს ლემანს “შპარგალკა” ჰქონდა, რომელშიც მწვრთნელებმა მას დეტალურად აღუწერეს, რომელი არგენტინელი ფეხბურთელი როგორ ასრულებდა თერთმეტმეტრიან დარტყმას.

2006. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კიპერმა, ფაბიენ ბარტეზმა, ტელეარხ თF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

2007. პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro) ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველ კაკას მიენიჭა.

2008. ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ფლეი-ოფის ფინალში “დეტროიტ შოკმა” ზედიზედ მესამედ მოუგო “სან ანტონიო სილვერ სტარს” და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

2008. იტალიურ სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა ლევან მჭედლიძემ. მან ეს ტურინის “იუვენტუსთან” შეხვედრისას მოახერხა.

2008. ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს გუნდური თასის გათამაშებაშისაქართველოსნაკრებმამსოფლიოსჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ღირსებას ნესტორხერგიანი, მინდიახომიზური,ზაზაკედელაშვილი, დავით ქევხიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირაკლიცირეკიძე, ლაშაგუჯეჯიანიიცავდნენ. ნაკრებს შოთა ხაბარელი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1898. ოტორინო ბარასი. ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ფუნქციონერი. 1946-58 წლებში იყო იტალიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი. 1952-71 წლებში შედიოდა ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში. ბარასი იყო მთავარი ორგანიზატორი რიგით მეორე მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატისა, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულზე ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარ ბინაში ინახავდა ჟიულ რიმეს თასს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1950 წლის მუნდიალის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. ოტორინო ბარასი 1971 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

1905. კარლ გალი. 1931-36 წლებში ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველი. გასული საუკუნის 30-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. 1942 წლის ნოემბერში გაიწვიეს ჯარში. 1943 წლის 27 თებერვალს რუსეთში ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.

1922. ჯონ (ჯოკ) სტინი. შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ახალგაზრდობაში ფაბრიკის მუშა იყო, პროფესიონალი ფეხბურთელი კი 28 წლის ასაკში გახდა და ყოველკვირეულად 12 გირვანქას უხდიდნენ. 1940-50-იან წლებში გამოდიოდა შოტლანდიის “ალბიონ როვერზში”, უელსის “ლანელი თაუნსა” და გლაზგოს “სელტიკში” (1951-56). 1954 წელს გახდა შოტლანდიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასი. “გლაზგოელ კათოლიკეთა” რიგებში ჩაატარა 148 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. იყო “სელტიკის” კაპიტანი. აქტიური საფეხბურთო კარიერა 34 წლისამ ტერფის მძიმე ტრავმის გამო შეწყვიტა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სამწვრთნელო ასპარეზზე. სათავეში ედგა “დანფერმლაინს”, შოტლანდიის ნაკრებს (1965, 1978-85), “სელტიკს” (1965-78), “ლიდს იუნაიტედს”. 1967 წელს “სელტიკს” ჩემპიონთა თასი მოაგებინა. გლაზგოელებთან ერთად ათჯერ მოიპოვა შოტლანდიის ჩემპიონობა. 1975 წელს მოხვდა ავტოავარიაში და სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა. შოტლანდიის ნაკრები 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. მომდევნო მუნდიალის შესარჩევ ციკლში სტინის ასისტენტი და მოსწავლე ალექს ფერგიუსონი იყო. ჯოკ სტინი 1985 წლის 10 სექტემბერს უელსთან საკვალიფიკაციო მატჩის მსვლელობისას გარდაიცვალა.

1941. რიკარდო ჰოფმანი. მარათონელი მოცურავე. მან შეუსვენებლად გაცურა 299 საზღვაო მილი.

1948. იური დეგტიარევი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და დონეცკის “შახტიორის” მეკარე. საკავშირო თასის მფლობელი და პირველობის ვერცხლის მედლის კავალერი. 1977 წელს დაასახელეს სსრკ-ის საუკეთესო მეკარედ. 2002-03 წლების სეზონში წვრთნიდა “შახტარს” და გუნდს უკრაინის პირველობის ვიცე-ჩემპიონობა მოაგებინა.

1951. ლი პულის მუელერი. ჰოლანდიელი მოციგურავე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1957. ჯინ ევერტი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. ლეგენდარული კრის ევერტის უმცროსი და.

1960. კარეკა (ანტონიო დი ოლივეირა ფილიო). ბრაზილიელი ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. 1986 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა 5 გოლი და ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო დიეგო მარადონასა და ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად. 1982 წლის მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში “კოპა ამერიკას” გამარჯვებული (1989). ეროვნულ გუნდის რიგებში ჩაატარა 60 შეხვედრა და გაიტანა 29 გოლი. საკლუბო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა “გუარანიში” (1976-82), “სან პაულუში” (1983-87), “ნაპოლოში” (1987-93), იაპონიის “ კაშიმა რეისოლში” (1994-97), “სანტოსში” (1997), “კამპინასში” (1998), “სან ჟოზესა” (1999) და ინგლისის “გარფორტ თაუნში” (2004). 1989 წელს მოიპოვა უეფას თასი. 1990 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი (1978, 1986). “პაულისტას” ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1985, 1987). იტალიის თასის მფლობელი (1987). 1986 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და დაასახელეს ქვეყნის უძლიერეს ფეხბურთელად. კარეკა საფეხბურთო კარიერის პიკი იმ პერიოდზე მოდის, როცა იგი “ნაპოლიში” მარადონასთან ერთად გამოდიოდა. მოგვიანებით მრისხანე ტანდემი შექმნა ჯანფრანკო ძოლასთან ერთად.

1962. მაიკლ ალექსანდერ კონლი. ამერიკელი მძლეოსანი. სამმაგ ხტომაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1962. მაიკლ ანდრეტი. იტალიელი ავტომრბოლი. 1986 წელს შეიყვანეს “დიდების დარბაზში”.

1964. დინინ ჰოვარდი. ამერიკელი მძლეოსანი. 4X400 მეტრზე ესტაფეტაში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1965. მარიო ლემიე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა “პიტსბურგ პინგვინზში”. ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველაზე შედეგიან ფორვარდებში 690 გატანილი შაიბით უკავია მეშვიდე ადგილი. ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში შესრულებული აქვს 1033 შედეგიანი გადაცემა.

1965. პატრიკ რუა. კანადელი ჰოკეისტი, მეკარე. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სამჯერ აღიარეს წლის საუკეთესო კიპერად.

1966. ინესა კრავეცი. უკრაინელი მძლეოსანი ქალი. სამმაგ ხტომაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1992 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1971. დერიკ შარპი. ისრაელის საკალათბურთო ნაკრებისა და თელ-ავივის “მაკაბის” მსროლელი (183 სმ).

1971. მაურისიო ანდრეს პელეგრინო. არგენტინის ნაკრების, “ველეს სარსფილდის” (1990-98, 1999), “ბარსელონას” (1998-99), “ვალენსიას” (1999-2005), “ლივერპულის” (2005), “ალავესის” (2005-06) მცველი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1994 წელს მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ლიბერტადორესის თასები. 2004 წელს დაეუფლა უეფას თასსა და ევროპის სუპერთასს. 2005 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 1993, 1996 და 1998 წლებში მოიპოვა კლაუსურას, 1995-ში კი აპერტურას ჩემპიონობა.1999, 2002 და 2004 წლების ესპანეთის ჩემპიონი. 1999 წელს დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს.

1972. გრანტ ჰილი. “დეტროიტ პისტონზის”, “ორლანდო მეჯიკისა” და “ფინიქს სანზის” მსროლელი-ფორვარდი (203 სმ). “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1975. შალვა ხუჯაძე. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოსა” და ტერნოპოლის “ნივას” მცველი. საქართველოს 1994 წლის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1997 წელს რუსთავში ჩატარებულ საქართველოსა და იტალიისა ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩში, რომელიც ქართველებმა 2:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11002