ფეხბურთი

9:03 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტანისლავ კრიციუკი:“თორნიკემ სხვაგვარად გატანა არ იცის“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „კრასნოდრმა“ „სევილია“ თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი „მაკრატელათი“ დაამარცხა (2:1). მატჩის შემდეგ კრასნოდარელთა მეკარე სტანისლავ კრიციუკი აღფრთოვანებით უყვებოდა ჟურნალისტებს:

„უბედნიერესი ვარ. ჩვენ უბრალოდ კი არ მოვიგეთ, ვაჯობეთ „სევილიას.“ მომენტებიც მეტი გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ბოლოს იღბალი და ოქრიაშვილი დაგვეხმარნენ. ქართველმა ულამაზესი გოლი შეაგდო. მგონი მას სხვაგვარად არც შეუძლია გატანა. ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და ხშირად დაარტყმევინონ „მაკრატელა“.

მეორე ტურის შემდეგ „კრასნოდარმა“ მაქსიმალური 6 ქულა დააგროვა და J ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.116449