საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ისევ დაშავდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ქართველ ფეხბურთელს კუნთი აქვს დაზიანებული და სერია A-ს დამდეგ ტურში „რომასთან“ ვერ ითამაშებს.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შესაბამისად ისიც, დაეხმარება თუ არა, ლევანი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მოახლოებულ ორ შეხვედრაში (ანდორასთან და ლატვიასთან).
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე მძიმე ტრავმის წინ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს და ორ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.