ფეხბურთი

21:31 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს მოქმედი ჩეპიონი საფრანგეთის ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის შეკრებას იწყებს. დიდიე დეშამმა გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის უმრავლესობა ის მოთამაშეებია, რომლებმაც ზაფხულში მსოფლიო თასი მოიგეს.

„მამლების“ განაცხადი ასეთია:

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), კურტ ზუმა (ევერტონი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (ატლეტიკო, ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი), მამადუ სახო (კრისტალ პალასი, ინგლისი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ტანგი ნდომბელე (ლიონი), სტივენ ნზონზი (რომა, იტალია), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი)

თავდამსხმელები: უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტომას ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორენ ტოვინი (მარსელი)

საფრანგეთის ნაკრები 11 ოქტომბერს გინგამში ამხანაგურ შეხვედრას ისლანდიასთან გამართავს, ხოლო 5 დღის შემდეგ ერთა ლიგის ეგიდით „სტად დე ფრანსზე“ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.119151