ჭადრაკი

20:33 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ქალებმა ჩეხებს ვერ მოუგეს, ვაჟებმა - ეგვიპტეს

ბოლოსწინა, მეათე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები ჩეხეთის გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა.

ნანა ძაგნიძემ კაროლინა ოლსაროვა დაამარცხა, მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა - კრისტინა პეტროვა. სამწუხაროდ, ნინო ბაციაშვილმა ვერაფერი გააწყო იოანა ვორეკთან პარტიაში, ხოლო მეოთხე დაფაზე მერი არაბიძემ - კრისტინა ნოვოსადოვასთან.

ჩვენი მეორე ნაკრების მეტოქე იტალიის გუნდი იყო.

ინგა ჭარხალაშვილი დაუზავდა ოლღა ზიმინას, სოფო გვეტაძემ დესირა ბენედეტოს აჯობა, სოფიკო ხუხაშვილი მარინა ბრუნელოსთან დამარცხდა.

მირანდა მიქაძე დანიელა მოვილეანუსთან პარტიის მოგებით 2 ქულა მოუტანა თავის გუნდს. საქართველოს მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 მოიგო. ასეთივე ანგარიშით, ქალთა მესამე გუნდმა ესტონელებს აჯობა.

მეათე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე ეგვიპტის გუნდი იყო.

ბაადურ ჯობავა (2634) დამარცხდა ბასიმ ამინთან (2686), მიხეილ მჭედლიშვილი (2607) დაუზავდა ახმედ ადლის (1620), ივან ჩეპარინოვი (2715) - ადამ ფავზის (2431), ხოლო დავით ჯოჯუამ (2590) სამეჰ სადეკი (2331) დაამარცხა. საბოლოოდ ფრე - 2:2

ჩვენმა მეორე ნაკრებმა ასევე ფრედ ითამაშა არგენტინის გუნდთან - 2:2.

ლუკა პაიჭაძემ (2564) სანდრო მარეკოს (2649) მოუგო, დავით მაღალაშვილიმა (2508) ყაიმით დაასრულა შეხვედრა დიეგო ფლორესთან (2621), ისევე როგორც გიგა ყუფარაძემ (2497) - პონსა პერესთან (2548), თორნიკე სანიკიძე (2497) კი დამარცხდა ფერნანდო პერალტასთან (2569).

საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრებმა ირანთან წააგო 1,5:2,5.

სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.124551