საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ატარებს. ჩვენმა გუნდმა პირველი ტურის შეხვედრა ნორვეგიის წინააღმდეგ გამართა და 0:7 დამარცხდა. გოგონათა ასაკობრივი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), სვეტლანა გაბელაია („ნიკე“, თბილისი).
მცეველები: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), მარიამ ჯანიკაშვილი („თბილისის თბილისი“), ანა ჯოჯუა („ლანჩხუთი“), ელენე რაუხი („თბილისის თბილისი“), გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), ქეთევან ცაავა („მართვე“, ქუთაისი).
ნახევარმცველები: სოფიკო ნარსია („ნიკე“, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი („ნიკე“, თბილისი), ნინო ფერაძე („გორი იუნაიტედი“), ანა გაბედავა („სამეგრელო 2017“, ჩხოროწყუ), სალომე დიმოპულუ („პაოკი“, საბერძნეთი), ანა წულაია („კოლხეთი“, ხობი).
თავდამსხმელები: ამალია ხანდაზიანი („ნიკე“, თბილისი), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („ნიკე“, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.
www.gff.ge