სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

15:53 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკიდანაც ესწრებოდა დელეგაცია. მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში ოლიმპიადის მოხალისეებმა სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველოა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია,სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11354