ფეხბურთი

13:17 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

არკადიუშ მილიკი გაძარცვეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ შემტევი, არკადიუშ მილიკი გაძარცვეს.

მატჩის შემდეგ პოლონელი ფეხბურთელი საკუთარი მანქანით შინ ბრუნდებოდა. დაახლოებით შუაღამის 2 საათზე მას გზა მოტოციკლმა გადაუჭრა. ორი უცნობიდან ერთი, პისტოლეტიანი მიუახლოვდა და ხელიდან Rolex Daytona-ს საათის მოხსნა მოსთხოვა, რომელიც რამდენიმე ათასი ევრო ღირს.

მალევე ბოროტმოქმედები მიიმალნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო - გვამცნობს Il Mattino.

0.117184