ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ “დეტროიტ პისტონსის” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის ახალი გუნდი სეზონისთვის მზადების ციკლში ოკლაჰომა სითის ესტუმრა და ადგილობრივ “სანდერს” 97:91 სძლია.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დეტროიტელთა ძირითადი ცენტრი ადრე დრამონდი გახდა, რომელმაც 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ოკლაჰომელებს კი გერმანიის ნაკრების კალათბურთელმა დენის შრიოდერმა ულიდერა – 21 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი.
“პისტონსი” მორიგ საგამოფენო მატჩს 11 ოქტომბერს ჩაატრებს, მეტოქედ კი “სან ანტონიო სპერსი” ეყოლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Pირველ ნომრად იყო განთესილი სტარტშივე წააგო ვერაფერს იტყვი
იქნებ წყვილებში მაინც იმარჯვოს.