12 და 16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩი ელის. გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფინეთს ესტუმრება, მერე კი პოლონეთს. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილს ინაწილებს ფინეთთან.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ზემოხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი).
მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი).
ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ).
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).
www.gff.ge