ფეხბურთი

9:27 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს „მანჩესტერიდან“ ზიდანის გამო ვერ უშვებენ

“მანჩესტერ იუნაიტედის“ უფროსობას ჟოზე მოურინიუსი აღარ სჯერა და შეიძლებოდა მომავალ კვირასვე დაეთხოვათ, თუ „ეშმაკუნები“ შინ „ნიუკასლს“ ვერ დაამარცხებდნენ. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ პორტუგალიელის შესაძლო შემცვლელი, ზინედინ ზიდანი, მანჩესტერში ჩასვლას არ ჩქარობს და საერთოდაც, ჯერჯერობით სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას არ ფიქრობს. სავარაუდოდ, მას მალე ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოში ვიხილავთ” - წერს ინგლისური The Sun.

წლეულს მოურინიუს საქმეები ზაფხულიდანვე აერია, როცა სატრანსფერო პოლიტიკაზე კლუბის დირექტორ ედ ვუდვორდს შემოსწყრა. მერე ფეხბურთელებსაც დაერია, განსაკუთრებით ფრანგ მსოფლიო ჩემპიონ პოლ პოგბას არ სწყალობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომელიმემ გუნდი უნდა დატოვოს.

უთანხმოებები შედეგზეც აისახა. „მანჩესტერს“ ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა 1989 წლის შემდეგ. ლიგის თასიდან ქვედალიგელმა „დერბი ქაუნთიმ“ გამოაგდო, პრემიერლიგაში კი მისთვის სამარცხვინო მე-10 ადგილზეა.

არადა, ყველაფერი კარგად იწყებოდა. „ოლდ ტრაფორდზე“ მისვლის პირველ წელს მოურინიუმ ევროპალიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო. შარშან კი გუნდი პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117341