სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

4:10 | 4.10.2018 | ნანახია 3073 - ჯერ

მესის შოუ და ნეაპოლში ჩაკარგული "ლივერპული" (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურიც მიილია და მეორე სათამაშო დღემ პირველისგან განსხვავებით განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. თუმცა, უნდა გამოვყოთ „ლივერპულის“ უფერული თამაში და მარცხი ნეაპოლში. „ბარსელონასა“ და ლეო მესის შოუ „უემბლიზე“.

A ჯგუფი

აქ ორი გამოკვეთილი ფავორიტია და ამთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პლეი-ოფში „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ გავლენ. უბრალოდ, საკითხავი ისაა, ვის ერგება პირველი ადგილი.

„როხიბლანკომ“ ბელგიის ჩემპიონი „ბრიუგე“ მიიღო და კი გაუჭირდა, მაგრამ ანტუან გრიზმანის მაღალი ოსტატობის ხარჯზე მაინც დაამარცხა. ფრანგი შეუდარებელი გახლდათ და გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, საგოლე პასიც მიითვალა. ისე კი, ბელგიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 67-ე წუთამდე სასურველ ფრეს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლეს.

„დორტმუნდს“ კი ძალიან ცუდ ფორმაში მყოფმა „მონაკომ“ ოდენ ტაიმი გაუძლო. აი, მეორე ნახევარში ლუსიენ ფავრის ბიჭების შემჩერებელი მოედანზე ნამდვილად არავინ იმყოფებოდა და „ყვითლებმა“ მორიგი ადვილი გამარჯვება იზეიმეს. მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა იედონ სანჩომ, ხოლო პაკო ალკასერი გერმანულ გუნდს ფანტასტიკურად მოერგო და მოედანი უგოლოდ ახლაც არ დაუტოვებია.

„დორტმუნდს“ „ატლეტიკოს“ 6-6 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო „ბრიუგესა“ და „მონაკოს“ შეუძლით ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლონ.

„ატლეტიკო“ – „ბრიუგე“ 3:1 (1:1) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 55 742

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლუკას ერნანდესი; კოკე, ტომას პარტეი (კორეა 63), საულ ნიგეზი, ლემარი; დიეგო კოშტა (როდრი 69), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ბრიუგე“ (3-5-2): ლეტიცა; პულაინი, მეჩელე, დენსვილი; ვლეტინკი (მატა 56), ვორმერი, ვანაკენი, რიცი (ოპენდა 75), გრონეველდი; ვესლი, შრივერსი (ნაკამბა 56)

მწვრთნელი: ივან ლეკო

გოლები: 1:0 გრიზმანი (28), 1:1 გრონეველდი (39), 2:1 გრიზმანი (67), 3:1 კოკე (90)

გაფრთხილება: ხიმენესი (36), ლუკას ერნანდესი (85) - რიცი (27), ოპენდა (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: იავნ კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

„დორტმუნდი“ – „მონაკო“ 3:0 (0:0) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო; ვიტსელი, დელანი (ვაიგლი 65); ვოლფი (ლარსენი 46), როისი, სანჩო (ფილიპი 84); პაკო ალკასერი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„მონაკო“ (4-3-3): ბენალიო (შუბაშიჩი 45); რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; ტილემანსი, აჰოლუ, გოლოვინი (შადლი 77); სიდიბე, ფალკაო, სილა (გრანდ სირი 70)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 ლარსენი (51), 2:0 პაკო ალკასერი (72), 3:0 როისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

B ჯგუფი

ანალოგიური ვითარებაა B ჯგუფშიც - ორ გუნდს 6-6 ქულა აქვს, ორიც უქულოდაა. „ბარსელონა“ ლონდონში, „ტოტენჰემს“ სამმატჩიანი მოუგებელი სერიით ესტუმრა და შეიძლება ითქვას, გაბრაზებული იყო. თავის მხრივ, „მამლებს“ არ უნდა წაეგოთ, რადგან თავს მეტად მძიმე ვითარებაში ჩაიგდებდნენ, თუმცა მაურისიო პოჩეტინო შეხვედრას უდიდესი დანაკლისით შეხვდა. როგორც აღმოჩნდა, ლონდონელებს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ.

ამ ყველაფერს უგო ლორისის უხეში შეცდომა და სწრაფი გოლიც დაერთო. უკვე მეორე წუთზე ლეო მესიმ გენიალური პასით სახიფათო პოზიციაში ჟორდი ალბა გაიყვანა. თუმცა, ალბა იმდენად სახიფათო არ იყო, როგორც ეს სიტუაცია ლორიმსა შეაფასა, რომელიც რატომღაც კარიდან გამოფრინდა და ამაოდ.. ალბამ იქვე მდგომ ფილიპე კოუტინოს უპასა და მანაც ცარიელ კარში შეაგდო. საერთოდ, ფრანგ კიპერს საშინელი თამაში ჰქონდა და მეორე ტაიმშიც დაუშვა უხეში შეცდომა, უბრალოდ გოლს გადაურჩა. სამაგიეროდ, გოლს ვერ გაუდაურჩა 28-ე წუთზე, როდესაც ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესად დაარტყა და ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ტაიმიც ასე დასრულდა. „ბარსელონამ“ კი, მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და ლეო მესიმ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ძელს. ამის ფონზე, ჰარი კეინის გოლი კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯისლ ჰგავდა, მაგრამ ფაქტი იყო - „ტოტენჰემი“ თამაშში დაბრუნდა. თუმცა, დროებით, მესიმ მაინც გაიტანა და ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. მიუხედავად პრობლემებისა, „მამლები“ არ დანებდნენ და ერიკ ლამელას გოლით სიტუაცია ისევ დაიძაბა. მასპინძლები თამაშის გადარჩენის შანსს და იმედს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ 90 წუთზე „ბარსას“ იდეალური კომბინაცია მესის გოლით დასრულდა და არგენტინელს უკვე 5 გოლი გაუხდა ტურნირზე.

„ბარსელონას“ მსგავსად უდანაკარგოდ ასპარეზობს მილანის „ინტერი“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ბრძოლაში უწევს ქულების დაგროვება. მიუხედავად ამისა, საწადელს აღწევს. როგორც „ტოტენჰემთან“, ახლაც პსვ ეინდჰოვენთან პირველი სწორედ „ნერაძურიმ“ გაუშვა გოლი. როზარიომ 25 მეტრიდან პირდაპირ ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. თუმცა, ტაიმის მიწურულს რაჯა ნაინგოლანმა გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე მაურო იკარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და უშეცდომოდ გაისარჯა. „ინტერმა“ 6 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტი „ტოტენჰემი“ უქულოდაა. მოკლედ, იტალიელებს ჩინებული შანსი გაუჩნდათ, რომ პლეი-ოფში გააღწიონ.

პსვ ეინდჰოვენი - „ინტერი“ 1:2 (1:1) VIDEO

ეინდჰოვენი, „ფილიპს არენა“

მაყურებელი: 34 750

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დემფრისი, შვააბი, ვირგევარი, ანჯელინო; როზარიო, პერეირო (მალენი 75), ჰენდრიქსი; ლოსანო, დე იონგი, ბერგვინი

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (კანდრევა 90), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 86), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 როზარიო (27), 1:1 ნაინგოლანი (44), 1:2 იკარდი (60)

გაფრთხილება: ჰანდანოვიჩი (41), დ’ამბროზიო (45), ასამოა (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

„ტოტენჰემი“ – „ბარსელონა“ 2:4 (0:2) VIDEO

ლონდონი, „უემბლი“

მაყურებელი: 82 137

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი; ვინკსი, ვანიამა (დაიერი 57); ლუკას მოურა, ლამელა (ლორენტე 79), სონი (სისოკო 66); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა; არტური (ვიდალი 87), ბუსკეტსი (ვერმაელენი 90), რაკიტიჩი; მესი, სუარესი, კოუტინიო (რაფინია 83)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 კოუტინიო (2), 0:2 რაკიტიჩი (28), 1:2 კეინი (52), 1:3 მესი (56), 2:3 ლამელა (66), 2:4 მესი (90)

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (14), ვანიამა (41), ლამელა (43), კეინი (74), დაიერი (90) - არტური (59), ბუსკეტსი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 12 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 7:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

C ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შანსი არ დაუტოვა - 6:1. კლასში სხვაობა ბუნებრივია, ძალიან დიდი იყო. ნეიმარმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, აქედან ორჯერ ჯარიმა გაიტანა. უგოლოდ არც დი მარია, კავანი და მბაპე დარჩენილან. სერბთაგან ისტორიული გოლი (პირველი ჩემპიონთა ლიგაზე) მარკო მარინმა გაიტანა. რა თქმა უნდა, პსჟ-მ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ „ცრვენა ზვეზდა“ საზომად მაინც ვერ გამოდგება.

ამავე ჯგუფში „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ დაამარცხა. ბევრისთვის ეს მოულოდნელობა იყო, მაგრამ თამაშს ვინც უყურა, შეუძლებელია შედეგს ალოგიკური უწოდოს. იურგენ კლოპმაც აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო. კარლო ანჩელოტიმ კი, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა გუნდმა გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და არა მანამდე.

მოკლედ, 90-ე წუთზე ხოსე კალეხონის პასით ლორენცო ინსინიემ შეაგდო და „ნაპოლი“ სიხარულს მიეცა. თუმცა, ნეაპოლიტანელებს იქამდეც არაერთი მომენტი შეექმნათ, უბრალოდ ვერ გამოიყენეს. და რა გააკეთა „ლივერპულმა“ 90 წუთი? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი! „წითლებს“ არათუ საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, არამედ მეტოქის კარშიც არ დაურტყამთ.

ჯგუფში სწორედ „ნაპოლი“ გალიდერდა 4 ქულით, ხოლო კვალში „ლივერპული“ და პსჟ 3-3 ქულით უდგანან.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 6:1 (4:0) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 39 979

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): არეოლა; მუნიე, ტიაგო სილვა (კეჰრერი 76), კიმპემბე, ბერნატი; ვერატი, რაბიო; მბაპე (ჩუპო-მოტინგი 76), ნეიმარი (დრაქსლერი 82), დი მარია; კავანი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, სავიჩი (ბაბიჩი 46), დეგენეკი, როდიჩი; იოვიჩიჩი, კრსტიჩიჩი; მარინი, კაუსიჩი, შიმიჩი (პავკოვი 46); ბენ ნაბუანე (ებესილიო 73)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

გოლები: 1:0 ნეიმარი (20), 2:0 ნეიმარი (22), 3:0 კავანი (37), 4:0 დი მარია (42), 5:0 მბაპე (70), 5:1 მარინი (74), 6:1 ნეიმარი (81)

გაფრთხილება: სტოიკოვიჩი (68), პავკოვი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 28 (17) – 5 (3) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 13:0 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

„ნაპოლი“ – „ლივერპული“ 1:0 (0:0) VIDEO

ნეაპოლი, „სან პაოლო“

მაყურებელი: 37 057

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი (ზიელინსკი 81), ფაბიან რუისი (ვერდი 68); კალეხონი, მილიკი (მერტენსი 68), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ფაბინიო 76), ვეინალდუმი, კეიტა (ჰენდერსონი 19); სალაჰი, ფირმინო, მანე (სტარიჯი 89)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 ინსინიე (90)

გაფრთხილება: კულიბალი (25) - მილნერი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 3 (0) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

D ჯგუფი

სოლომონ კვირკველიამ მორიგი 90-წუთიანი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. მაგრამ აი, მისი „ლოკომოტივი“ მეტად უსუსური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველშემთხვევაში ასე იყო „შალკესთან“ მოსკოვში. მართალია, ზუსტად იგივე ითქმის გერმანელებზეც, მაგრამ ბოლოში გაუმართლათ და მაინც გაიმარჯვეს „ხუმარებმა“ – 1:0.

ასეთივე ანგარიშით „პორტუმ“ „გალათასარაის“ აჯობა და „შალკესთან“ ერთად ჯგუფის სათავეში მოექცა.

„ლოკომოტივი“ – „შალკე“ 0:1 (0:0) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა“

მაყურებელი: 21 471

„ლოკომოტივი“ (4-5-1): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, კვირკველია, იდოვუ; ანტონ მირანჩუკი (დენისოვი 72), ფერნანდეში, კრიხოვიაკი, ბარინოვი, ალექსეი მირანჩუკი (ჟემალეტდინოვი 83); ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

„შალკე“ (4-2-3-1): ფარმანი; კალიჯური, სანე, ნალდო, მენდილი; მაკკენი, მასკარელი (სერდარი 46); უტი, რუდი (ბენტალები 55), კონოპლიანკა; ემბოლო (ბურგშტალერი 72)

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გოლი: 0:1 მაკკენი (88)

გაფრთხილება: ჰიოვედესი (19), კვირკველია (43), იგნატიევი (45) - მასკარელი (18), მაკკენი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 11 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

„პორტუ“ – „გალათასარაი“ 1:0 (0:0) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 42 711

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ოტავიო (ანდრე პერეირა 80), პერეირა, ერერა (ოლივეირა 89); კორონა (ტორესი 69), მარეგა, ბრაჰიმი

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; ლინესი, მაიკონი, აზიზი, ნაგატომო; ფერნანდო (აკგუნი 86), დონკი (ინანი 68), ბელანდა (ფეგული 74); ონიეკურუ, გუმუსი, როდრიგესი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლი: 1:0 მარეგა (49)

გაფრთხილება: მილიტაო (42), ოტავიო (58), პერეირა (60) - დონკი (31), აზიზი (44), ლინესი (54), მაიკონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:15 | 04.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (10591)

მესის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ პირიქით მაგრამ გუნდს ალი ვერტონგენი დემბელე და ერიკსენი აკლდა ნახევარი გუნდი ვერტონგენი საერთოდ მთლიანი ძალაა დაცვაში ასე რომ ის რო პრემიერლიგა ყ ეობაა და მესი 789 გოლს გაიტანდა ერთ სეზონში უბრალოდ ღიმილის მომგვრელია მეტი არაფერი

20:13 | 04.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (10591)

ხო პრემიერლიგა მაგარი ყ ეობაა ლეგანესის დაცვა უფრო დონეა.

18:49 | 04.10.2018
ARMANDO (5773)

Di stefano ufroa vidre kokadona) distefanosi ar iyos sanakreboze 1igoveze zian
Shotlandiastan itamasha cudad msofioze ver gavida 1tamashia romelic agirebulia yvelaze cud tamashad mis karierashi Martla yvelarfchiki iyo nagdad mesi ver uqachavs vagiareb verc kruifs sjobnis
Azari jobia

18:34 | 04.10.2018
ARMANDO (5773)

Dedis mjyyg

15:31 | 04.10.2018
ani-federer 20 (5965)

შეუსრულა მესიმ კორბენას

15:39 | 04.10.2018
კორბენ ცრუმართალა (13764)

შიგ ხასიათში თან
ასევე ორ ბილეთშიც (((

14:26 | 04.10.2018
კორბენ ცრუმართალა (13764)

არაფერი მაქვს სათქმელი. ხანდახან კატალონიური განავალიც აყვავდება ხოლმე
თან ის მძ...ერის ჭიაც მადაზეა მოსული და...

12:08 | 04.10.2018
BATIGOLI 9. (4227)

პარიზელების ტრიო ხელს უფრო უშლის ერთმანეთს ვიდრე ეხმარება. ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს მხოლოდ გოლის გატანაზე ფიქრობენ.

12:07 | 04.10.2018
ბარსა La Albiceleste (5215)

მესი რომ პრემიერ ლიგასი თამაშობდეს თამაშს არ გამაზავდა გოლი(ების) გარეშე

15:31 | 04.10.2018
ani-federer 20 (5965)

ზოგი რო ამბობდა ვერ ითამაშებსო

12:03 | 04.10.2018
sabonis (8763)

ასე იცის ენის ზედმეტმა ტლიკინმა, არ გააჩერა ენა პოჩეტინომ მე ბასაში არ წავალო(ვითომ ეხვეწება ვინმე) ესპანიოლისტი ვარო და ა.შ სანამ არ გააღიზიანა კატალონიელები არ მოისვენა.DDD

11:32 | 04.10.2018
BATIGOLI 9. (4227)

ბარსა აშკარად ლიგაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ესპანეთსაც უნდა მიხედონ აუცილებლად. ლიგაზე გამარჯვება გარანტირებული არავის აქვს და ბოლოს უტიტულოდ არ დავრჩეთ.

11:46 | 04.10.2018
PAULINO (2649)

ვალენსია, სევილია, ინტერთან გამოჩნდება რისი თავი გვაქვს წელს. მთავარია ფეხბურთი ითამაშონ, თუ წააგეს რომელიმესთან არაა ეგ პრობლემა, ყველა აგებს ხანდახან, ამ სვარკას მოეშვან მთავარია და შედეგი ნელნელა მოვა.

11:49 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

ვალენსიას მოუგებენ ახლაა.1 მოგება აქ მარტო წელს ამ გუნდს ლა ლიგაში.სევილიასთან რთული მატჩი იქნება მაგრამ შინაა და მოაგებია აი რეალტან მოგება მინდა ყველაზ ემეტად და ნუ ინტერსაც მოუგებთ.

13:21 | 04.10.2018
PAULINO (2649)

სადაც ლეგანესმა მოგვიგო იქაც ვალენსია არაა გამორიცხული, თან დიდი ხანია არ წაუგია ბარსას მანდ, ამაზე კარგ მომენტს ვერ ნახავენ, ვერ დალაგდა ჯერ გუნდი. + ვალენსია სულ მოტივირებულია ბარსასთან, ყოფილი არაგონის სამეფოს წარმომადგენელია ორივე და პრინციპული იგრაა.

13:29 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

ვნახოთ გუშინ დალაგბეული იყო დაცვაში გვაქ პრობლემები.აი უმტიტი სანამ დაბრუნდება დიდი რისკები გვაქ მანდ.

11:44 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

რთული კალენდრის ამბავი მგონია უფრ ეს ცუდი მატჩები ლა ლიგაში მიხედავენ.არის რესურის რომ ორივე მოიგონ.

11:27 | 04.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (10591)

კატასტროფა იყო ლივერპული გუშინ

11:44 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

საწყენია არადა იიქთ მეგონ ამოიგებდაა.

10:50 | 04.10.2018
giorgi_1981 (270)

მესის ფეხბურთი არ გაიშვას არსად კაცი ტოტენხემებს ჩელსებს არსენალებს მანჩესტერებს უტანს აბა თუ მაგარია ალბასეტებს გაუტანოს ან კომპოსტელელებს . ისე კაი მალიარი თუ იცით ვინმემ უემბლიზეა გასაგზავნი შტანგებია დასაკრასკი

11:00 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

კაიფი ისაა კაცზე ამბობენ აბა ინგლისში წავიდეს და იქ გაიტანოსო.ლიგაზე იმას ვერ ხედავენ საუკეთესო ინგ.კლუბებს რომ ხვრიტავს

11:07 | 04.10.2018
alcantara___ (13317)

სტოკს ვერ გაუტანს

11:08 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

დდდდდ

11:03 | 04.10.2018
giorgi_1981 (270)

+

10:39 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

გილოცავთ ბარსას ქომაგებს.ხარვეზები იყო მაგრამ ჯამში მაგრები იყვნენ გუშინ.

10:25 | 04.10.2018
alcantara___ (13317)

# KoRBeN DaLLaS # (12925)
დღეს სეპარატისტებში ძაან ღრმად შევლენ ჩრდილოლონდონელები, რასაც ჰქვია მოდჟმის ხალისს დააკარგვინებენ. მოურას და კეინს ბარსას დაცვა ვერ გაუძლებს...


თუ იცით ეს პიროვნება პროგნოზებს ყიდის? ნაღდი მყიდველი ვარ

13:09 | 04.10.2018
BEERTRANCE (97819)

ყიდვა ღირს, საპირისპირო ახდება ყოველთვის DDDDDDDD

23:06 | 04.10.2018
»Sport for pleasure❤️ (1032)

+ ) )

10:38 | 04.10.2018
barcelona1991 (3413)

მესის და ბარსას კბენს ხოლმე.მეტი არაფერი.

10:20 | 04.10.2018
ogafa (8216)

მეორე ტური ბევრი გოლები

სტატისტიკა
0.261255