ჭადრაკი

0:54 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი კვლავ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია

ბათუმში გამართულ ფიდე-ს 89–ე კონგრესზე, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა (რომელშიც, როგორც უკვე გაუწყეთ, არკადი დვორკოვიჩმა გაიმარჯვა), რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტების არჩევნებიც ჩატარდა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე მოქმედ ხელმძღვანელს ზურაბ აზმაიფარაშვილს (პირველად 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ყრილობაზე აირჩიეს) კონკურენტი არ ჰყავდა. მას 50 დელეგატიდან, მხარი 44 – მა დაუჭირა. ოთხი ბიულეტენი ცარიელი იყო, ორი კი ბათილად იქნა ცნობილი. ამრიგად, ზურაბ აზმაიფარაშვილი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საჭადრაკო კავშირს.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.137493