კალათბურთი

0:40 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 18-მა ქულამ “ბასკონია” ვერ იხსნა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “სან პაბლო ბურგოსს” ესტუმრა და 79:82 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:10 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თოკომ 12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“ბასკონიას” თითო მოგება-წაგება მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრას კი 7 ოქტომბერს, შინ, ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბურჯანაძის კლუბი მე-2 ტურში “სარაგოსას” ესტუმრა და 73:76 წააგო, ჩვენებურმა კი 06:11 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ ორქულიანი, სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

0.119202