ფეხბურთი

20:56 | 3.10.2018 | ნანახია 1644 - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი ფანებისგან სიმღერებს ელოდება

ტურინის „იუვენტუსის“ მცველს ლეონარდო ბონუჩის გულშემატკივრები შეურიგდნენ. ბოლო დროს 31 წლის ფეხბურთელს „ალიანც არენაზე“ ტაშით ეგებებიან და „მილანში“ გატარებული სეზონი აპატიეს.

„იანგ ბოიზთან“ გამარჯვების შემდეგ ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა:

„სტვენა აპლოდისმენტებში გარდაისახა და იმედია ამავე სულისკვეთებით გაგრძელდება. უნდა გავაგრძელო მუშაობა და მოედანზე დავამტკიცო რა შემიძლია. მინდა ისევ მოვისმინო ტიფოზების სიმღერა ჩემზე, როგორც ეს ადრე იყო.

ვიცი, რომ გასული წელი რთული გახლდათ მათთვის და ჩემთვისაც. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე ყველაფერს გავცე პასუხი.

ბოლო ორი გამარჯვება განსაკუთრებული გამოდგა, რადგან დავამტკიცე, რომ ჩემი ადგილი „იუვენტუსშია“, - განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში ბონუჩიმ ნაყოფიერად ითამაშა. „ნაპოლის“ გოლი გაუტანა, ხოლო „იანგ ბოიზთან“ საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:14 | 09.10.2015
gerard888 (1536)

ცუდია რუნის არყოფნა მარა მაინც უნდა მიამყნონ ესტონელები.10-დან 10 მოგება მინდა ინგლისის.

0.066838
1644