ჭადრაკი

20:30 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამჯერად ქართველებმა იმარჯვეს

საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მონღოლეთის გუნდს შეხვდა . პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ მოიგო თავისი პარტია, ასევე იმარჯვა მეოთხე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა, მეორე-მესამე დაფებზე ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს დაუზავდნენ. საბოლოოს ჩვენმა გუნდმა 3:1 იმარჯვა.

მეორე ნაკრებმა სერბ მოჭადრაკეებთან ფრედ ითამაშა - 2:2.

ჩვენი მესამე ნაკრები ვიეტნამის გუნდს დაუპირისპირდა და 0,5:3,5 დამარცხდა.

რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს პირველმა ნაკრებმა 2,5:1,5 სძლია ბელარუსის გუნდს. ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და დავით ჯოჯუამ. გამარჯვება ჩვენს გუნდს ივან ჩეპარინოვმა მოუტანა.

მეორე ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2,5:1,5 დაამარცხა. თავიანთ დაფებზე თორნიკე სანიკიძე, ირაკლი ბერაძე და გიგა ყუფარაძე მეტოქეებს დაუზავდნენ, ხოლო ლევან ფანცულაიამ იმარჯვა.

ხოლო ჩვენი მესამე გუნდმა ალჟირის სუსტ გუნდს 2,5:1,5 მოუგო.

სრულ მიმოხილვას მოგვიანებით მოგაწვდით.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.126536