ფეხბურთი

20:11 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: "ლუკაკუს მსგავს მეტოქეზე მცველები ოცნებობენ"

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა „წითელი ეშმაკების“ შემტევი ლუკაკუ გააკრიტიკა. ვეტერანი მოთამაშის თქმით, ბელგიელი „ვალენსიას“ წინააღმდეგ მატჩისას ძალიან პასიურობდა.

„ის უბრალოდ ერთ ადგილას იდგა და ელოდებოდა თუ როდის მიუვიდოდა ბურთი, მაშინაც კი თუ თამაშგარეში იმყოფებოდა. გაუგებარია თუ რატო მოიქცა ასე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ თავდამსხმელზე ნებისმიერი მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ოცნებობენ“, - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მანჩესტერისა“ და „ვალენსიას“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134905