მადრიდის „რეალი“ რთულ ვითარებაშია. ხულენ ლოპეტეგის კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და თუ უახლოეს ხანებში სიტუაციას არ გამოსწორდა, შესაძლოა პოსტის დატოვებაც მოუწიოს.
„სამეფო კლუბმა“ მოსკოვში, ცსკა-სთან წააგო და ესპანური მედიისგან მწვავე კრიტიკაც დაატყდა თავს.
მადრიდელთა ლიდერთა ლუკა მოდრიჩმა ნამატჩევს აღიარა, რომ გასახდელში ცუდი ვითარებაა, თუმცა თანაგუნდელები გაამხნევა:
„არ ველოდებოდით აქ წაგებას. ცხადია, გასახდელში კარგი ატმოსფერო არაა, მაგრამ თავები უნდა ავწიოთ და ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე დავძლიოთ. ბოლო სამ შეხვედრაში, განსაკუთრებით სევილიაში და მოსკოვში, ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ. როდესაც ზედიზედ სამ თამაშში გოლს ვერ იტან, ეს საგანგაშოა. თუმცა, დარწმუნებული ვარ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და შემდეგი თამაში მოვიგოთ“, - აღნიშნა ხორვატმა.
საინტერესოა, რომ „რეალს“ უკვე 519 წუთია გოლი არ გაუტანია. ასეთი მშრალი სერია კი ბოლოს 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდა.