ფეხბურთი

15:59 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილას“ მწვრთნელს კომბოსტოს თავი ესროლეს

„ასტონ ვილას“ მწვრთნელი, სტივ ბრიუსი ბოლო დროს საკუთარი ქომაგების კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. მიზეზი, ცხადია, ჩემპიონშიფში ცუდი შედეგებია. ამჟამად „ასტონ ვილა“ ცხრილში მე-12 ადგილზეა. გასულ ტურში კი შინ ბოლო ადგილზე მდგომ „პრესტონს“ დაუზავდა (3:3). თამაშის დაწყების წინ კი მავანმა ადგილობრივმა ქომაგმა ტრიბუნიდან მწვრთნელს კომბოსტოს თავი ესროლა.

„სამწუხაროდ, ეს ქმედება კარგად ახასიათებს იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ. არავინ არავის პატივს არ სცემს. ჩემს მიმართ კი ეს გულშემატკივრის უპატივცემულობის პირდაპირი გამოხატულება იყო. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყოველთვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობ და მუდამ წინსვლაზე ვფიქრობ.“ - უთხრა ბრიუსმა BBC-ის.

სტატისტიკა
0.266452