მადრიდის „რეალი“ კრიზისშია. მოსკოვის ცსკა-სთან მარცხმა ეს დაადასტურა, მაგრამ „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს სხვა საფიქრალიც აქვთ, ვიდრე უბრალოდ კონკრეტულ შეხვედრაში წაგება.
„რეალს“ უკვე 3 თამაშია გოლი არ გაუტანია და მაშინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში ირჯებოდა, ასეთი რამ არ მომხდარა.
ბოლოს ხულენ ლოპეტეგის გუნდმა გოლი 22 სექტემბერს, „ესპანიოლს“ გაუტანა მე-40 წუთზე, რომელიც მარკო ასენსიოს წყალობით 1:0 დაამარცხა. 320 წუთი უგოლოდ - „სევილიასთან“ (0:3), „ატლეტიკოსთან“ (0:0) და ცსკა-სთან (0:1. ამასთან, „ესპანიოლთან“ მატჩის ბოლო 50 წუთიც...
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „რეალი“ მიჯრით 29 თამაშში ახერხებდა მინიმუმ 1 გოლის გატანას. მათ შორის, იმ მატჩებშიც, რომლებიც წააგო ხსენებულ პერიოდში („ატლეტიკოსთან“, „ტოტენჰემთან“ და „იუვენტუსთან“).
აი, ზედიზედ სამი გულო შეხვედრა კი მადრიდულ გრანდს 11 წლის წინ ჰქონდა. 2006-2007 წლების სეზონში ფაბიო კაპელოს გუნდმა „უელვასთან“ (0:3), „დეპორტივოსთან“ (0:2) და „ბეტისთან“ (0:0) წარუმატებლად ითამაშა.







