ფეხბურთი

14:27 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას აპირებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ევროპაში და კერძოდ, „მილანში“ დაბრუნდეს. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, „როსონერიში“ შვედი გიგანტის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

საქმე ეხება 6-თვიან საიჯარო ხელშეკრულებას 2019 იანვრიდან ივნისამდე. მიზანი? „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაფორმება სურს და ზლატანის დახმარების დიდი იმედი აქვს. საინტერესოა, რომ ხსენებულ პერიოდში MLS-ში სამთვიანი პაუზაა და ფეხბურთელების დროებით ევროპაში გადანაცვლება აპრობირებული მეთოდია.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა, ხოლო ლოს ანჯელესი „გალაქსის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 24 თამაშში 20 გოლი აქვს გატანილი.

0.111987