ფეხბურთი

12:17 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელთა იმედმა, სანჩომ, „დორტმუნდთან“ გაახანგრძლივა

ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 18 წლის ინგლისელი შუახაზელი „დორტმუნდში“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება. „მიხარია, რომ ვრჩები. დორტმუნდში შარშან გადმოვედი და ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი და კლუბი. აქ ფეხბურთით ცხოვრობენ და უყვართ ახალგაზრდა მოთამაშეები. განვითარების ყოველგვარი საშუალებაცაა. ბედნიერი ვარ.“ - უთხრა სანჩომ კლუბის პრესსამსახურს.

სანჩო „დორტმუნდში“ 2017 წელს გადავიდა. მანამდე კი „უოტფორდისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.

18 წლის ყმაწვილზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, მაგრამ ინგლისში მას ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ და ეროვნული გუნდის მომავალ ლიდერად მოიაზრებენ. ასე რომ, დავიმახსოვროთ ეს გვარი.

0.113128