ფეხბურთი

11:58 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "სამ შეხვედრაში ორი ქულა "ბაიერნისთვის" ძალიან ცოტაა"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბაიერნი" შინ "აიაქსს" 1:1 დაუზავდა. მატჩის შემდეგ გერმანელთა კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა კომენტარი გააკეთა.

"აიაქსთან" მოულოდნელად რთული შეხვედრა გამოვიდა. თამაში კარგად დავიწყეთ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლიც გავიტანეთ. თამაშს მთლიანად ჩვენ ვკონტროლებდით, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ოპონენტმა კარგად ითამაშა, მათ მიეცათ შანსი და გამოიყენეს. ამ შეხვედრაში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია. ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ორი ქულა ავიღეთ, რაც ჩვენთვის ძალიან ცოტაა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ორ ტურში ოთხი ქულა გვაქვს. ყველაფერი წინაა, იღბალი ჩვენთანაც მოვა"- ნოიერის სიყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111791