ფეხბურთი

11:17 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი: “არ შეიძლება წარსულით ცხოვრება”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, მოსკოვის ცსკას-თან მარცხის შემდეგ (0:1) მადრიდის „რეალის“ კოსტარიკელმა მეკარემ, კეილორ ნავასმა გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა: „ცხადია, რონალდუმ „რეალს“ ძალიან ბევრი მისცა. მას აუარებელი გოლები გაჰქონდა და ბევრი სიკეთე მოჰქონდა გუნდისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულშია. არ შეიძლება წარსულით ცხოვრება. კრიშტიანუს წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ახლა ჩვენს გონებაში მხოლოდ „რეალია“. უნდა ვიბრძოლოთ და ყველა ტურნირში გავიმარჯვოთ.“ - უთხრა ნავასმა ესპანურ AS-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა 117 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები). შარშანდელ სეზონში კი ჯამში 44 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171137