ფეხბურთი

10:34 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „ანჩელოტი ეშმაკი მელაა“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის წინ, „ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოწინააღმდეგის დამრიგებელი ეშმაკ მელიას შეადარა: „კარლო ანჩელოტი მომწონს. დიდ პატივს ვცემ მას. ის მსოფლიო დონის სპეციალისტია. როგორც გერმანიაში ვამბობთ, ეშმაკი მელაა.

ჩვენ შესანიშნავი გუნდისა და ემოციური მაყურებლის წინაშე მოგვიწევს თამაში. სტადიონის ატმოსფერო ყოველთვის მნიშვნელოვანია. „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“ შორის კი დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

კარგ ფორმაში ვართ. ეს უნდა გამოვიყენოთ და მაყურებელს ლამაზი თამაში ვაჩუქოთ.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს.

0.119434