ფეხბურთი

22:00 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "აიაქსის" თამაშის ხარისხი ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მისი გუნდის თამაშით „ბაიერნის“ (1:1) წინააღმდეგ კმაყოფილი დარჩა. როგორც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მისთვის მიუნხენში მოულოდნელობა არ მომხდარა.

„ჩემი გუნდის ასეთი თამაში არ გამკვირვებია. მიუნხენში ქულის მოპოვება ადვილი არაა და რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები ვართ.

კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით თუ საწყის 10 წუთს არ ჩავთვლით. თუმცა, შემდეგ თამაშში კარგად ჩავერთეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და ვაჩვენეთ მაღალი ხარისხის თამაში. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და საპასუხოდ დაცვაში შეცდომა არ დაგვიშვია“, - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ „აიქსს“ 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს „ბაიერნთან“ ერთად იყოფს.

0.125671